ESIB-ის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი საბავშვო ბაღის ენერგოაუდიტზე. ტრენინგს უძღვებოდნენ ბატონი მარკ ბელანჟე და SDAP-ის დირექტორი ქალბატონი კარინე მელიქიძე. შემუშავდა ტექნიკური გადაწყვეტილებების კატალოგი, რომელიც ხელს შეუწყობს სპეციალისტებს ენერგოუდიტების ჩატარებაში.
 |
|
იმის გამო, რომ ვართ კონსტრუქციების ენერგიეფექტურობის შეფასების პროფესიონალები, ჩვენ ჩართულნი ვართ შენობის დიზაინის და/ან მის განახლების თითოეულ ეტაპში, ვთავაზობთ მომხმარებელს ფუნქციონალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. ჩვენი შესაძლებლობები მოიცავს დიზაინის შექმნისა და მისი განხორციელების ნებისმიერ ასპექტს, როგორიცაა არსებული შენობების ადგილზე შეფასება, ენერგოპასპორტების შექმნა, აგრეთვე ახალი შენობების დიზაინის ექსპერტიზა, ენერგოაუდიტის ჩატარება, იმისათვის, რომ მომხმარებელი უზრუნველყოს ყველაზე რენტაბელური გამოსავლით, რომელიც ეფუძნება სიღრმისეული ეკონომიკური შეფასების შედეგებს, კლიენტისთვის სასურველ ფუნქციურ დეტალებს და სისტემის დიზაინს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს კლიენტებთან და მათ ვთავაზობთ ფუნქციურ და ტექნიკურ ტრენინგსა და მხარდაჭერას და ვწყვეტთ რთულ საკითხებს, რომლებიც წამოიჭრება კერძო შემთხვევაში, როდესაც კლიენტი თავად ხდება ინიციატორი ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებისა. ჩვენ ასევე შეგვიძლია აღჭურვილობისა და შენობის დიზაინის ალტერნატივებს შორის საუკეთესოს არჩევა, იმისათვის, რომ კლიენტს დავეხმაროთ დაზოგოს ფული და ენერგია. ჩვენი ორგანიზაცია აგრეთვე ჩართულია ენერგეტიკული მენეჯმენტის პროგრამების განვითარებასა და ლოჯისტიკური და ტექნიკური მხარდაჭერის დანერგვის პროცესში.
ენერგო-აუდიტსა და ენერგო-მენეჯმენტში ჩვენი დახმარების მიზანია, ხელი შევუწყოთ ორგანიზაციებს, შეამცირონ თავიანთი ენერგო-დანახარჯები და ამავდროულად წარმოგვიდგნენ, როგორც უფრო სუფთა გარემოს მხარდამჭერები. ჩვენ გთავაზობთ განახლებად ენერგიის წყაროებთან დაკავშირებული მომსახურების სრულ სპექტრს, როგორიცაა კვლევა-შეფასება და ეკონომიკური მომგებიანობის ანალიზი განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერით. |
|
მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრი არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც გთავაზობთ სოციალურსა და ეკონომიკურ პრაქტიკაში მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრას ენერგო მოხმარებაზე, ბუნებრივ რესურსებსა და გარემოზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებით.
მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის(SDAP) მისიაა დაეხმაროს საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას მდგრადი ენერგიის ცნებასთან დაკავშირებული მოვლენების მეცნიერული ანალიზის ჩატარებასა და ამ ანალიზზე დაყრდნობით მრავალფეროვანი პროექტების დამუშავება-დანერგვაში.
ჩვენ გთავაზობთ კვლევებს, ტრენინგებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს ბიზნესებს, მთავრობასა და ფართო საზოგადოებას მდგრადი განვითარების დარგში მისი ეკონომიკური და სოციალური საკითხების მოცვით, განსაკუთრებით იმ ასპექტებისა, რომელიც ენერგიას ეხება.
SDAP ცენტრის ექსპერტებს აქვთ დიდი გამოცდილება და ცოდნა მდგრადი ენერგიის პოლიტიკის სფეროში.

|
ენერგო-ეფექტურობა
ჩვენი ორგანიზაციის ინტერესის სფეროა ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია შენობის ენერგო-ეფექტურობასთან, როგორებიცაა: შენობის შემომზღუდი კონსტრუქციის თბომახასიათებებლების გამოთვლა; საიზოლაციო მასალის არჩევა, ენერგო-პასპორტების განვითარება; ენერგო-აუდიტების ჩატარება; განათების სისტემების შერჩევა და შეფასება; გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების შეფასება და შერჩევა; სხვა ენერგო-ეფექტური მოწყობილობების სელექცია.
|
 |
განახლებადი ენერგია
განახლებადი ენერგიის გამოყენება არის ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობათაგანი. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს განახლებადი ენერგიის წარმატებული გამოყენება, SDAP ცენტრი აკეთებს ადგილობრივი განახლებადი რესურსების ტექნიკურ და ეკონომიკურ შეფასებას.
|
 |
ენერგო-მენეჯმენტი
ენერგო-მენეჯმენტის არსი ენერგო-ეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის გამოყენების წარმატებული შედეგების მიღწევაშია. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაციის მოღვაწეობა მოიცავს ენერგო-მენეჯმენტისა და სასერტიფიკატო პროგრამების განვითარებას, ისევე როგორც ტრენინგ კურსების ჩატარებას სტრატეგიულ ენერგო-დაგეგმარებაში, ენერგო-მოქმედების დაგეგმარებას, ენერგო-მონიტორინგსა და გარემოს დაცვის საკითხებს.
|
 |
მდგრადი ენერგიის/გარემოს დაცვის პოლიტიკა
როგორც განუყრელი კომპონენტი ჩვენი მიზნებისა, ჩვენს ცენტრს აქვს მანდატი, სტიმულირება გაუკეთოს გარემოს დაცვის მდგრადობასა და უფრო სუფთა ტექნოლოგიებს ნაკლები დანახარჯებით. სათანადო პოლიტიკა უნდა შემუშავდეს, იმისთვის, რომ მივაღწიოთ ენერგო-ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების გაუმჯობესებას.
|
 |
საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და დანერგვა
ჩვენი ორგანიზაციის ექსპერტებს აქვთ საერთაშორისო გამოცდილება უნივერსიტეტის კურიკულუმის განვითარებაში, განახლებასა და დანერგვაში. ჩვენ ჩართულნი ვიყავით თემპუს-ის პროექტში – “საგანმანათლებლო სტრუქტურების აწყობა ევროპაში”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოში.
|
|
|
|